суббота, 1 сентября 2018 г.

შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ქეთევან ინანეიშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო,VII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 8 მოსწავლე, კლასში სსსმ და შმმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: წერტილის კოორდინატები სიბრტყეზე.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიფართოონ და გაიღრმავონ კოორდინატთა მეთოდების წარმოდგენები და მისი გამოყენების უნარები.
                                         მოსწავლეებმა შეძლონ   მოცემული კოორდინეტების თანმიმდევრული შეერთებით მიღებულ ფიგურის  სახის დადგენა.

                                       
N

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები

1

მასწავლებელი ესალმება კლასს,ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას,აცნობს ფლიპჩარტზე წარმოდგენილ გაკვეთილის თემას,მიზანს , ქცევის წესებს , რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული.
ასევე აცნობს შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც დაფაზე არის გაკრული.




ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი, ფლიპჩარტი, შეფასების რუბრიკა. ქცევის წესები.
2 წთ
მოსწავლეებე ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა.
2



მასწავლებელი კითხვა-პასუხის გამოყენებით ააქტიურებს მოსწავლის წინარე ცოდნას.
1) რა არის რიცხვითი ღერძი?
2) რას ეწოდება წერტილის კოორდინატი?
3) რიცხვით ღერძზე, ათვლის სათავიდან, რომელ მხარეს არის წარმოდგენილი დადებითი რიცხვები და რომელ მხარეს მდებარეობს უარყოფითი რიცხვები?
მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს ზეპირი კომენტარით შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით. (დანართი#1)
წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მასწავლებელი აკეთებს საშინაო დავალების ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს აძლევს მითითებებს.
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო

5 წთ
მასწავლებელი ადგენს მოსწავლის წინარე ცოდნის დონეს და ხარისხს.
3



მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეს, უკეთ აღქმისათვის დაფაზე ხაზავს საკოორდინატო სიბრტყეს და მისი საშუალებით აცნობს, რომ ჰორიზონტალურ ღერძს ეწოდება აბცისათა ღერძი და მას აღნიშნავენ x-ით,ხოლო  ვერტიკალურ ღერძს ორდინატთა ღერძი და მას აღნიშნავენ y-ით, აფცისათა და ორდინატთა ღერძები ერთმანეთს გადაკვეთენ მართობულად და გადაკვეთის წერტილს ათვლის სათავეს უწოდებენ, მას აღნიშნავენ o ასოთი. აფცისათა ღერძზე ათვლის სათავიდან მარჯვნივ მდებარეობს დადებითი რიცხვები, ხოლო მარცხნივ უარყოფითი რიცხვები, ორდინატთა ღერძზე ათვლის სათავიდან ზემოთ არის დადებითი, ხოლო ქვემოთ უარყოფითი რიცხვები. თუ წერტილი მდებარეობს აფცისათა ღერძზე, მაშინ მისი ორდინატა ნულის ტოლია, ხოლო თუ ორდინატთა ღერძზე მდებარეობს, მაშინ მისი აფცისაა ნულის ტოლი. წერტილის კოორდინატების ჩაწერის დროს პირველი იწერება x ღერძზე მდებარე კოორდინატი, ხოლო მეორე- y  ღერძზე მდებარე კოორდინატი. მაგ. N (x ; y ), კოორდინატთა სათავის ორივე კოორდინატი კი ნულის ტოლია და მას ასე ჩავწერთ O(0 ; 0)
მასწავლებელს მოჰყავს მაგალითად რამოდნიმე წერტილი, შესაბამისი კოორდინატებით, და აგებს მას საკოორდინატო სიბრტყეზე. მინი ლექციის დროს პარალელურად სვამს კითხვებს მასალასთან დაკავშირებით, ამეორებინებს მოსწავლეებს თვისებებს. რამოდენიმე მოსწავლე გაჰყავს დაფასთან და აგებინებს მის მიერ დასახელებულ წერტილებს შესაბამისი კოორდინატებით. “GEOGEBRA”-ს გამოყენებით მოსწავლეებს უღრმავებს წარმოდგენას წერტილის კოორდინატთან დაკავშირებით.
მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს ზეპირი კომენტარით.

მინი ლექცია
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი.
15 წთ
აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყის აგება, თუ რომელი ღერძია აფცისა და რომელი - ორდინატთა, უნდა შეძლონ წერტილის კოორდინატების აგება.
4



მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად, შემთხვევითობის პრინციპით. თუ საჭირო გახდა ახდენს კორექციას. წინასწარ გამზადებულ ფურცლებს, რომელზედაც წარმოდგენილია ჯგუფების ნომრები, I ჯგუფი, II ჯგუფი, მოსწავლეები იღებენ სათითაოდ.
მასწავლებელი ჯგუფებს ახსენებს ქცევის წესებს, აძლევს ინსტრუქციას და ურიგებს ფლიპჩარტებს, რომელზედაც დავალება უკვე არის წარმოდგენილი, დავალების შინაარსი შემდეგია: მოსწავლეებმა ფლიპჩარტზე წარმოდგენილ საკოორდინატო სიბრტყეზე  უნდა ააგონ  იქვე წარმოდგენილი წერტილის კოორდინატები, შეაერთონ ეს წერტილები თანმიმდევრულად და დაადგინონ მიღებული ფიგურის სახე.
მასწავლებელი დროდადრო აკონტროლებს ჯგუფების მიერ შესრულებულ სამუშაოს, გზიდან აცდენის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით და აძლევს მითითებებს საჭიროების შემთხვევაში.
დავალების დასრულების შემდეგ პრეზენტატორები გამოვლენ დაფასთან, გააკრავენ დაფაზე ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებებს და გააკეთებენ პრეზენტაციას, გაანალიზებენ თუ როგორ შეასრულეს სამიშაო და რა ეტაპების გავლა მოუხდათ მათ საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად.
შესრულებულ სამუშაოს მასწავლებელი აფასებს ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აკეთებს ზეპირ კომენტარს.(დანართი#2)
სიღრმისეული წვდომა
ჯგუფური მუშაობა
ფლიპჩარტი, მარკერი, დაფა.
20 წთ
აღნიშნული აქტივობა ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას, თვითშეფასებას, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, მოტივაციას. უვითარდებათ ანალიზის და დასკვნების კეთების უნარები.

5



მასწავლებელი მოსწავლის სახელმძღვანელოდან აძლევს დავალებებს გვ.152  N9,  N12,  N 14

საერთო საკლასო
მოსწავლის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი.
1 წთ
აღნიშნული დავალების შესრულება მოითხოვს მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყისა და მასზე წერტილის კოოედინატების აგებას.
6
შეფასებას მასწავლებელი აკეთებს როგორც განმავითარებელს, ასევე განმსაზღვრელს. (საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა.)


შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა,
2წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:VII.12  მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის ორიენტაციისათვის გამოყენება.
               მოსწავლე ორიენტირებს რუკაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით.
               მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს მოცემული წერტილის კოორდინატების მიახლოებითი ან ზუსტი მნიშვნელობები,პოულობს წერტილს                                                                                                                                                                         მოცემული მთელრიცხვიანი კოორდინატების მიხედვით,ადგენს მოცემული კოორდინეტების თანმიმდევრული შეერთებით მიღებულ ფიგურის     სახეს.
შეფასება: განმავითარებელი- განმსაზღვრელი; (შეფასების რუბრიკები თან ახლავს გეგმას დანართის სახით)
თარიღი: 26 დეკემბერი 2017წ.
დანართი#1
კრიტერიუმები
1-3
4-6
7-8
9-10
1.მოსწავლეს შეუძლია წერტილის კოორდინატის წარმოდგენა სიბრტყეზე

არ შეუძლია წერტილის კოორდინატის წარმოდგენა სიბრტყეზე.
შეუძლია წერტილის კოორდინატის წარმოდგენა სიბრტყეზე, მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობებს.
შეუძლია წერტილის კოორდინატის წარმოდგენა სიბრტყეზე.
 შეუძლია წერტილის კოორდინატის წარმოდგენა სიბრტყეზე და მსჯელობა, დასაბუთება წერტილის გეომეტრიული ადგილის შესახებ.
2.მოსწავლეს შეუძლია წერტილის კოორდინატის მიხედვით კონკრეტული წერტილის აგება
არ შეუძლია წერტილის კოორდინატის მიხედვით კონკრეტული წერტილის აგება
შეუძლია წერტილის კოორდინატის მიხედვით კონკრეტული წერტილის აგება, მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობებს.
შეუძლია წერტილის კოორდინატის მიხედვით კონკრეტული წერტილის აგება.
შეუძლია წერტილის კოორდინატის მიხედვით კონკრეტული წერტილის აგება და მსჯელობა დასაბუთება წერტილის გეომეტრიული ადგილის შესახებ.
3.მოსწავლეს შეუძლია წერტილის კოორდინატების აგება, მსჯელობა , მოცემული წერტილებით  შედგენილი ფიგურის სახის შესახებ.
არ შეუძლია წერტილის კოორდინატების აგება, მსჯელობა , მოცემული წერტილებით  შედგენილი ფიგურის სახის შესახებ.
შეუძლია წერტილის კოორდინატების აგება,მაგრამ არშეუძლიათ მსჯელობა , მოცემული წერტილებით  შედგენილი ფიგურის სახის შესახებ.  უშვებს მცირე უზუსტობებს.
შეუძლია წერტილის კოორდინატების აგება, მსჯელობა , მოცემული წერტილებით  შედგენილი ფიგურის სახის შესახებ.
შეუძლია წერტილის კოორდინატების აგება, მსჯელობა , მოცემული წერტილებით  შედგენილი ფიგურის სახის შესახებ,მოჰყავს არგუმენტი თავისი მოსაზრების გასამყარებლად.



                                                                                       დანართი#2
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
N
შედეგი

ქულა
1
იცავს დროის ლიმიტს


1
2
პოულობს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზას


2
3
იცავს ტოლერანტობას


1
4
პრობლემების შეჯერებით აღწევს მიზანს


2
5
პოზიციას ამყარებს არგუმენტებით


2
6
მინი პრეზენტაცია გამართულია სალიტერატურო ენით


1
7
აკრიტიკებს აზრს და არა პიროვნებას

1

суббота, 4 августа 2018 г.

პროექტი




1.პროექტის  სახელწოდება-მათემატიკის  როლი  ექსკურსიის მოწყობასა  და  ორგანიზებაში.
2.პროექტის მთავარი იდეა: რა  ადგილი  უკავია  მათემატიკას  ექსკურსიასთან  მიმართებაში.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  შეისწავლიან  იყალთოს  ისტორიულ  ძეგლს,  ნახავენ  და  ამოიცნობენ  გეომეტრიულ  ფიგურებს,ასევე  მონაწილეობას  მიიღებენ  ექსკურსიის  ორგანიზებასა  და  ხარჯთაღრიცხვაში.
4.პროექტის მიზნები:  გაკვეთილზე  მიღებული  ცოდნის  რეალურ  ცხოვრებაში  გამოყენება.
5.მონაწილეთა  ასაკი-13 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა -2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები:  ფოტომასალა, ჩანაწერები,ნახატები,კალკულატორი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი,  ფოტოაპარატი,  თაბახი,ფლომასტერები.
9.პროექტის  მსვლელობა -მოსწავლეებს ვყოფ  ორ  ჯგუფად:
 1)ჯგუფს ევალება  მოიძიოს  ავტობუსის  საფასური,  და გასავლელი მანძილის შესახებ ინფორმაცია.
2)  ჯგუფს  ევალება  დაადგინონ  ეყოფათ  თუ  არა  შეგროვილი  თანხა  123,20 ლარი,დაადგინონ  ავტობუსის  საშუალო  სიჩქარე ,იყალთოში  ყოფნა,  დასვენების  დროის  განსაზღვრა.
შედეგების  მისაღწევად  განსახორციელებელი  აქტივობები-
საქმიანობის  გაწერა  დროში-2  კვირა.


საქმიანობის  განმახორციელებელი  მოსწავლეები -20
საქმიანობის  განხორციელებაზე  პასუხისმგებელი  მოსწავლეები-3
საქმიანობის  შესაბამისი  რესურსები-ავტობუსი,ფოტოაპარატი,სამუშაო  რვეული,
10.საგნებთან  კავშირი-  მათემატიკა, ისტორია.
11.პროექტის  ხელმძღვანელი- ქეთევან ინანეიშვილი.
12.ხელმძღვანელის  ელ  ფოსტა:qeti.inaneishvili18@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი/.qeti18.blogspot.com

prezentacia

შეფასების რუბრიკა


შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-3
4-6
7-8
9-10
1)შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების გამოყენებით
არ შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების გამოყენებით
შეუძლია მონაცემების მოპოვება, მაგრამ ვერ ახერხებს მათ წარმოდგენას დიაგრამების გამოყენებით
შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების გამოყენებით
შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების გამოყენებით,მსჯელობს და აკეთებს დასკვნებს.
2)შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა
არ შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა
შეუძლია ზოგიერთი რიცხვითი მახასიათებლის გამოთვლა
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა და მათი გამოყენება პრატიკული ამოცანების ამოსახსნელად.
3)შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა, ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება
არ შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა, ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების  გამოთვლა, მაგრამ ვერ  მსჯელობს და  ვერ აკეთებს დასკვნებს.
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა, ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა, ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება, მოჰყავს არგუმენთი თავისი მოსაზრებლის გასამყარებლად.