გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი და გვარი: ქეთევან ინანეიშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:
საშუალო, x კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 9 მოსწავლე, კლასში სსსმ და შმმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა:
სტატისტიკური მონაცემების რიცხვითი მახასიათებლები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ რიცხვითი მახასიათებლების
გამოთვლა, შესაბამისი მახასიათებლის შერჩევა და მათი მნიშვნელობის აღქმა.
მოსწავლეებმა შეძლონ
რიცხვითი მახასიათებლების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ ფორმები
|
სასწავლო რესურსები/სასწავლო
ტექნიკა
|
დრო (წთ)
|
თითოეული აქტივობის შემდეგ მისაღწევი შედეგრბი.
|
1
|
მისალმება, კლასის ორგანიზება და განწყობის შექმნა.
მასწავლებელი ეალმება კლასს,ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას,აცნობს ფლიპჩარტზე
წარმოდგენილ გაკვეთილის თემას,მიზანს,
აცნობს შეფასების კრიტერიუმებს,
რომელიც დაფაზე არის გაკრული.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი, ფლიპჩარტი, შეფასების რუბრიკა.
|
2 წთ
|
მოსწავლეებე ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა.
|
2
|
საწყის ფაზაზე გააქტიურებული იქნება მოსწავლის წინარე ცოდნა.
1.როგორ განვმარტავთ მონაცემებს?
2)რა არის სტატისტიკა?
3)მონაცემების მოპოვების რა მეთოდებს ვიყენებთ?
4)რა არის მონაცემთა სიხშირე?როგორ გამოვთვლით ფარდობით სიხშირეს?
5)მონაცემთა წარმოდგენის რომელ ხერხებს ვიცნობთ?
მასწავლებელმა მოსწავლე შეაფასა ზეპირი კომენტარით, შეფასების რუბრიკებზე
დაყრდნობით.(დანართი#1)
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
|
2წთ
|
მასწავლებელი ადგენს მოსწავლის წინარე ცოდნის დონეს და ხარისხს.
|
3
|
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს მონაცემთა სიხშირეთა ცხრილს, რომლის საშუალებითაც
განუმარტავს მოსწავლეებს მონაცემთა საშუალო არითმეტიკულს,რიცხვთა ერთობლიობის მოდას,მედიანას
და გაბნევის დიაპაზონს. თითოეული მახასიათებლის განმარტების შემდეგ, მასწავლებელი
პარალელურად აპოვნინებს მოსწავლეებს დაფაზე წარმოდგენილ მონაცემების რიცხვით მახასიათებლებს.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი
|
10წთ
|
აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თითოეული მახასიათებლის
განმარტება და წარმოდგენილი სიხშირეთა ცხრილის მეშვეობით მათი პოვნა.
|
4
|
მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს მასწავლებელი უსვამს კითხვებს.
1)როგორ ვპოულობთ მონაცემთა საშუალო არითმეტიკულს?
2)რა არის რიცხვით მონაცემთა მოდა?
3)რას ეწოდება მონაცემთა მედიანა?
4)როგორ ვპოულობთ მონაცემთა გაბნევის დიაპაზონს?
მასწავლებელმა მოსწავლე შეაფასა ზეპირი კომენტარით.
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
|
3წთ
|
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს
ორ ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით, თითოეულ მოსწავლეს აღებინებს ჩხირებს
რომელზედაც წერია პირველი და მეორე ჯგუფი. ჯგუფებს დაურიგა ფლიპჩარტები და ბარათები
რომელზედაც წარმოდგენილი იყო შესასრულებელი დავალება.ბარათებზე წარმოდგენილი იყო
რიცხვითი მონაცემები ეს მონაცემები უნდა წარმოადგინონ სიხშირეთა ცხრილის, სვეტოვანი და წრიული დიაგრამების
საშუალებით, ასევე უნდა იპოვონ რიცხვითი მახასიატებლები.თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი
აკეთებს პრეზენტაციას.
შეფასებას მასწავლებელი ახდენს ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის
გამოყენებით. პრეზენტატორებს კი ეძლევათ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების რუბრიკის
ბარათები და მასწავლებელი ავალებს მათ შეაფასონ თავიანთი ჯგუფები აღნიშნული რუბრიკების
მიხედვით,რომლის განხილვაც მოხდება გაკვეთილის ბოლოს.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფლიპჩარტი, მარკერი, დაფა.
|
15წთ
|
აღნიშნული აქტივობა ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას, თვითშეფასებას,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, მოტივაციას.
|
6
|
პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება მოსწავლის სახელმძღვანელოდან. გვ.131 N3 გვ.132
N9
მასწავლებელს მოსწავლე გაყავს დაფასთან,აძლევს მითითებებს, საჭიროების
შემთხვევაში მასწავლებელი მიმართავს თანაკლასელებს
დაეხმარონ მას პრობლემის გადასაჭელად.
|
|
|
დაფა,ცარცი, მოსწავლის სახელმძღვანელო.
|
8წთ
|
მოსწავლეებმა იციან რიცხვითი მახასიათებლები და იყენებენ მათ პრაქტიკული
ამოცანების ამოსახსნელად.
|
7
|
დავალების მიცემა გვ. 132
N6, N7, N8.
|
|
|
|
2წთ
|
ამ დავალების შესრულება მოითხოვს მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლების
გამოყენებას.
|
8
|
შეფასებას მასწავლებელი აკეთებს როგორც განმავითარებელს, ასევე განმსაზღვრელს.
(საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა.)
|
|
|
შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის
თვითშეფასების რუბრიკა
|
3წთ
|
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
x.16 მოსწავლეებს
შეუძლიათ გამოყენება და არჩევა მონაცემთა დასახასიათებლად შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ განმარტონ მონაცემთა თითოეულ
რიცხვითი მახასიათებელი, პოულობენ და იყენებენ მათ პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.
შეფასება: განმავითარებელი- განმსაზღვრელი; (შეფასების რუბრიკები
თან ახლავს გეგმას დანართის სახით)
დანართი#1
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-6
|
7-8
|
9-10
|
1)შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების
გამოყენებით
|
არ შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების
გამოყენებით
|
შეუძლია მონაცემების მოპოვება, მაგრამ ვერ ახერხებს
მათ წარმოდგენას დიაგრამების გამოყენებით
|
შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების
გამოყენებით
|
შეუძლია მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დიაგრამების
გამოყენებით,მსჯელობს და აკეთებს დასკვნებს.
|
2)შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა
|
არ შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა
|
შეუძლია ზოგიერთი რიცხვითი მახასიათებლის გამოთვლა
|
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა
|
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა და მათი
გამოყენება პრატიკული ამოცანების ამოსახსნელად.
|
3)შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა,
ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება
|
არ შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა,
ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება
|
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა, მაგრამ ვერ მსჯელობს და
ვერ აკეთებს დასკვნებს.
|
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა,
ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება
|
შეუძლია რიცხვითი მახასიათებლების როგორც გამოთვლა,
ასევე მსჯელობა და დასკვნების გაკეთება, მოჰყავს არგუმენთი თავისი მოსაზრებლის გასამყარებლად.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий